Menu

NBA Live  NBA-ის მატჩები | პირდაპირი ტრანსლაცია


* ტრანსლაცია დაიწყება თამაშის დაწყებისთანავე!

 

 

რეგულარული სეზონი

 

საზაფხულო შესვენების შემდეგ, სექტემბრის მიწურულს გუნდები უკვე იკრიბებიან, რათა ვარჯიშები განაახლონ. ვარჯიშის ძირითადი მონაწილე სამწვრთნელო შტაბი და ღირებული მოთამაშეები (განსაკუთრებით ახალბედები), ასევე აკვირდებიან გუნდის ძლიერ და სუსტ მხარეებს, ხდება მომზადება მოთამაშეების გრძელვადიანი რეგულარული სეზონისთვის, სადაც წარდგენილი უნდა იყოს 12 აქტიური მოთამაშე და 3 არააქტიური, რომლითაც რეგულარული სეზონი დაიწყება. გუნდებს შესაძლებლობა აქვთ გადმოიყვანონ კალათბურთელები, რომელსაც 2 წელზე ნაკლები აქვთ NBA გამოცდილება. ვარჯიშების შემდეგ იწყება პრე-სასეზონო თამაშები, სადაც ძირითადად ერთი შტატის ან ახლო შტატის გუნდები ატარებენ ამხანაგურ მატჩებს. NBA რეგულარული სეზონი კი ოქტომბრის ბოლო კვირაში იწყება.

რეგულარული სეზონის განმავლობაში, თითო გუნდი 82 მატჩს ატარებს, თითოეული მათგანი 41 მატჩს შინ და 41 მატჩს გასვლაზე. გუნდი თავის დივიზიონის მოწინააღმდეგეს რეგულარული სეზონის განმავლობაში 4-ჯერ ხვდება (16 მატჩი სულ). ასევე, თითო გუნდი ატარებს 6 შეხვედრას სხვა 2 დივიზიონში, რომლებიც იმავე კონფერენციაში არიან 4-ჯერ (სულ 24 მატჩი), ხოლო 4 გუნდთან კი 3 მატჩს (12 თამაში). საბოლოოდ თითო გუნდი 2-ჯერ თამაშობს მეორე კონფერენციის წარმომადგენლებთან (სულ 30 მატჩს). ხუთ სეზონზე მეტს თითო გუნდი თამაშობს 80 თამაშს მის დივიზიონის მოწინააღმდეგესთან (20 თამაშს თითო მეტოქესთან, 10 სახლში და 10 გასვლაზე), ხოლო დანარჩენ იმავე კონფერენციის წამომარდგენლებთან კი 180 მატჩს (18 მატჩს თითო მათგანთან, 9 შინ და 9 გასვლაზე). რაც შეეხება მეორე კონფერენციას, მათ წარმომადგენლებთან 150 მატჩს ატარებს (10 მატჩს თითოეულთან, 5 შინ და 5 გასვლაზე).

თებერვალში რეგულარულ სეზონში შესვენება ხდება, ყველა თამაში ჩერდება და ყველა ელოდება NBA All Star თამაშს. გულშემატკივრები აშშსა და კანადის ტერიტორიაზე ინტერნეტის საშუალებით აძლევენ ხმას. რომელი კალათბურთელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას, იმ პოზიციაზე იქნება თამაშში დამწყები NBA All Star თამაშისას. ასევე, მწვრთნელებს ეძლევათ საშუალება ხმა მისცენ დანარჩენ 14 მოთამაშეს. ამის შემდეგ დასავლეთ კონფერენციის მოთამაშეები უპირისპირდებიან აღმოსავლეთ კონფერენციის მოთამაშეებს. მოთამაშე, რომელიც საკუთარ შესაძლებლობების მაქსიმუმს აჩვენებს და გამოსაჩენი პიროვნება იქნება მატჩში, მიიღებს მატჩის MVP ჯილდოს; All Star შესვენების დროს, ამ მატჩამდე არის სხვადასხვა შეჯიბრებები, სადაც ახალბედები იმათ წინააღმდეგ თამაშობენ, ვინც NBA-ში უკვე მეორე სეზონს ატარებენ; ასევე შესაძლებლობების შეჯიბრი, სადაც მონაწილეებმა უნდა აჩვენონ სროლის, პასის გადაცემის და დრიბლინგის ყველაზე სწრაფი დრო; ასევე 3 ქულიანის შეჯიბრება, სადაც მონაწილემ განკუთვნილ დროში ყველაზე მეტჯერ უნდა ჩააგდოს 3 ქულიანი ნასროლი განკუთვნილი პოზიციებიდან; და რაღა თქმა უნდა „NBA ჩატენვის“ (NBA Slam Dunk) შეჯიბრება, სადაც მოთამაშეები ცდილობენ ყველაზე გასართობი და თვალშისაცემი ჩატენვა განახორციელონ კალათში ბურთის, გამარჯვებულს კი ამჯერად ხალხი მესიჯების წყალობით ირჩევს;

All-Star შესვენების შემდეგ, მალევე მთავრდება კალათბურთელების გაცვლების და შეძენის დროც. ამის შემდეგ გუნდებს აღარ შეუძლიათ გაცვალონ კალათბურთელები ერთმანეთში მთელი სეზონის განმავლობაში, თუმცა აქვთ უფლება აიყვანონ ახალი კალათბურთელები. ხშირად მნიშვნელოვანი შენაძენები ხდება სატრასნფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე.

აპრილის შუა რიცხვებში, რეგულარული სეზონი მთავრდება. ზუსტად ამ დროს იწყება ხმის მიცემა პირად ჯილდოებზე. „წლის მეექვსე კაცის ჯილდო“ - გადაეცემა იმ პიროვნებას, რომელიც სათადარიგოდან აგრძელებს თამაშს უფრო მეტს ვიდრე ძირითად შემადგენლობაში და შესაბამისად კარგად წარმოაჩენს თავს; „წლის ახალბედას ჯილდო“ - გადაეცემა იმ მოთამაშეს, რომელმაც NBA პირველი სეზონი საუკეთესოდ ჩაატარა; „ყველაზე გაუმჯობესებული მოთამაშე“ - იღებს ის პიროვნება, რომელიც წინა სეზონთან შედარებით გაცილებით აუმჯობესებს პერსონალურ თამაშს; „წლის მცველის ჯილდო“ გადაეცემა იმ მოთამაშეს, რომელიც რეგულარულ სეზონში დაცვაში საუკეთესოდ დგას; „წლის მწვრთნელის ჯილდო“ გადაეცემა იმ მწვრთნელს, რომელმაც გუნდისგან მაქსიმალურად შეძლო პოზიტიურის გამოჩენა; „ყველაზე ღირებული მოთამაშე“ ჯილდო გადაეცემა იმ მოთამაშეს, რომელიც მისი გუნდისთვის საუკეთესო თამაშს აჩვენებს და ეხმარება გუნდს წარმატებაში; ასევე სპორტული ახალი ამბების არაოფიციალური (მაგრამ შემდგომ აღიარებული) ჯილდო გუნდის აღმასრულებელ მენეჯერს, რომელიც გუნდისთვის ბევრ და სწორ მიმართულებით გადადგავს ნაბიჯს.

რეგულარული სეზონის დამთავრების შემდეგ ქვეყნდება „ყველა მოთამაშის“ გუნდს, ასევე „ყველა-მცველი“ და „ყველა-ახალბედა“ გუნდებს, სადაც თითოეულ მათგანში 5 მოთამაშეა. პირველ მათგანში All-NBA არის 3 გუნდი, რომლებშიც შედიან მოთამაშეები რომლებმაც სეზონი საუკეთესოდ ჩაატარეს თითო პოზიციაზე, პირველი გუნდის სტატუსი ყველაზე სასურველია; ყველა მცველის პოზიციაზე ორი გუნდია, რომლებმაც რეგულარული სეზონი დაცვითი მხარეებით ბრწყინვალედ წარმოაჩინა; ასევე 2 გუნდია ყველა-ახალბედას პოზიციაზე, რომლისთვისაც NBA რეგულარული სეზონი პირველი გამოდგა და ასევე კარგად წარმოაჩინა თავი;

 

პლეი-ოფი

NBA პლეი-ოფი იწყება აპრილის ბოლოსკენ, სადაც თითო კონფერენციიდან 8 გუნდი იღებს მონაწილეობას. 8 გუნდიდან პირველ 4 ადგილში განწესებულია 3 დივიზიონის გამარჯვებული, ხოლო დანარჩენ 5 ადგილს კი საუკეთესო შედეგით დაკავებული გუნდი იპოვებს ფლეი-ოფში ასპარეზობის უფლებას.

პირველ რაუნდში პირველი ადგილით გასული გუნდი ხვდება მე-8 ადგილით გასულ გუნდს, მე-2 და მე-7, მე-3 და მე-6, მე-4 და მე-5 ადგილები გადანაწილდება შესაბამისად. რეგულარულ სეზონში მაღალი ადგილის დაკავება ნიშნავს რომ შეხვდები ყველაზე დაბალი ადგილით გასულ გუნდს, ასევე საუკეთესო მაჩვენებლით გასულ გუნდს აქვს საშინაო არენის უპირატესობა. მაგალითად, თუ მე-5 ადგილით გასულ გუნდს უკეთესი შედეგი აქვს ვიდრე მე-4 ადგილით გასულ გუნდს (თუმცა მე-4 ადგილოასნმა დივიზიონი მოიგო), ამ შემთხვევაში მე-5 ადგილოსანს ექნება არენის უპირატესობა. ასევე აღსანიშნავია, რომ რეგულარული სეზონის საუკეთესო მაჩვენებლიანი გუნდი, რომელმაც ლიგაში პირველი ადგილი დაიკავა, ექნება ყოველთვის საშინაო არენის უპირატესობა. მაგალითისთვის დენვერ ნაგეტსმა 2006 წელს მოიგო 44 თამაში და ასევე მოიგო ჩრდილო-დასავლეთ დივიზიონი, ფლეი-ოფში კი მე-3 ადგილით გავიდა. მისი ოპონენტი მე-6 ადგილით გასული ლოს-ანჯელეს კლიპერსი იყო, რომელმაც 47 თამაში მოიგო და წყნარი ოკეანის დივიზიონი მე-2 ადგილზე დაასრულა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დენვერმა უფრო სუსტ დივიზიონში შეძლო გამარჯვება და ესეთ პოზიციაზე დამთავრება, თუმცა კლიპერსს ერგო საშინაო არენის უპირატესობა და სერიის გამარჯვება 5 თამაშში შეძლო.

პლეი-ოფი არის ტურნირის ფორმატის. ყოველი გუნდი თამაშობს მოწინააღმდეგესთან „საუკეთესო 7“ სერიას, სადაც პირველი გუნდი, რომელიც შეძლებს 4 გამარჯვების მოპოვებას, გადის შემდეგ ეტაპზე, მოწინააღმდეგე კი ეთიშება ასპარეზობას. მეორე რაუნდში, წარმატებული გუნდი ეთამაშება იმავე კონფერენციაში ასევე პირველ რაუნდში წარმატებულად გადალახულ გუნდს. რაც შეეხება იმ საკითხს, თუ ვინ ითამაშებს შინ, ასე გამოიყურება 2-2-1-1-1, ეს კი ნიშნავს რომ უმაღლესი შედეგით მყოფი გუნდი თამაშობს 1, მე-2, მე-5 და მე-7 თამაშებს შინ, ხოლო დაბალი შედეგით გასული გუნდი კი მე-3, მე-4 და მე-6 თამაშს. NBA ფინალში, კი გუნდები 2-3-2 თამაშობენ, ანუ ერთ-ერთი გუნდი ჩაატარებს საშინაო მატჩებს 1, მე-2, მე-6 და მე-7 თამაშებში, მაშინ როდესაც მეორე გუნდის საშინაო მატჩები იქნება მე-3, მე-4 და მე-5 თამაშებში. 2-3-2 წყობა უკვე 1985 წლიდან მოდის და დღემდე ძალაშია.

პლეი-ოფის ფინალური რაუნდი შედგება 7 მატჩიანი სერიისგან ორივე კონფერენციის გამარჯვებულს შორის, რომელიც ცნობილია როგორც NBA ფინალი, რომელიც ივნისში ტარდება. NBA ფინალში გამარჯვებული იგებს ლარი ობრაიანის ჩემპიონის თასს. გამარჯვებული გუნდის ყველა მოთამაშე და მნიშვნელოვანი წევრი, მათ შორის მწვრთნელები, გენერალური მენეჯერი იღებს ჩემპიონის ბეჭედს. ასევე ლიგის დაჯილდოებისას NBA ფინალის ყველაზე ღირებული მოთამაშე (MVP) იღებს ბილ რასელის ჯილდოს.

2006 წლის 2 აგვისტოს, NBA-მ გამოაცხადა ახალი პლეი-ოფის ფორმატი. ახალი ფორმატი ითვალისწინებდა სუსტი დივიზიონის უპირატესობას და ამიტომ 8 ადგილი შემდეგნაირად გადანაწილდა: კონფერენციის გამარჯვებული იკავებს პირველ ადგილს შესაბამისად მაგრამ 4-ეულში (შეიძლება მე-2 ადგილზე, შეიძლება მე-3 ადგილზე და შეიძლება მე-4 ადგილზე) გავიდეს ის გუნდი, რომელმაც დივიზიონი ვერ მოიგო მაგრამ სხვა დივიზიონის ჩემპიონებზე მეტი ქულის დაგროვება შეძლო. 2 ადგილს ასევე 2 სხვა დივიზიონის გამარჯვებული იკავებს. დანარჩენი 4 ადგილი კი საუკეთესო მაჩვენებელს რომელიც დააგროვებს, შესაბამისად ისინი გადიან.