„აჭარაბეთის" საპატიო ელჩი ირმა ხეცურიანი ვარშავის მსოფლიო თასის მფლობელია

19:07, 12.07.2021 ახალი ამბები 1382

ვარშავის მსოფლიო თასზე, ირმა ხეცურიანმა ხმალში იასპარეზა,ნახევარფინალში უკრაინელი პარამოფარიკავე ნადეჟდა დოლოკი დაამარცხა ანგარიშით 15:5.
ფინალში კი უკრაინელ პარამოფარიკავეს ალიონა ფედოტას შეხვდა  და ანგარიშით 15:11 მოუგო  და ოქროს  მფლობელი გახდა.

“უმნიშვნელოვანესი ოყო ეს გამარჯვება ჩვენთვის, ისტორიული გამარჯვებაა . ბედნიერია გუნდი და ერი ჩვენი წარმატებით. ასევე ინდივიდუალური ასპარეზობა ხმალსა და რაპირაში იყო ერთგვარი პრაქტიკა პარაოლიმპიადის წინ. მთავარი მაინც ტოკიოა.“ - განაცხადა ირმამ.

კომპანია “აჭარაბეთისთვის” მნიშვნელოვანი მიმართულებაა სწორედ ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა. კომპანია მუდმივად ცდილობს გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებსა თუ ტურნირებში.