“აჭარაბეთის’’ მხარდაჭერით „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაას” ფარგლებში კიდევ ერთი ტურნირი გაიმართა

“აჭარაბეთის’’ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივის” და პროექტის - “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქია” ფარგლებში კიდევ ერთი ტურნირი გაიმართა, რომელსაც კაჭრეთის ამბასადორმა უმასპინძლა.
30–ზე მეტმა შშმ პირმა,სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურემ და ომის ვეტერანმა საკუთარი ძალები სპორტის ისეთ სახეობებში გამოსცადეს, როგორებიცაა სასტენდო და მიზანში სროლა, ცხენოსნობა, მინი გოლფი და ბოულინგი. კაჭრეთის ამბასადორის რეკრეაციულ სივრცეში გამართული ღონისძიებები ყველასათვის დაუვიწყარი და ემოციებით აღსავსე აღმოჩნდა. ბენეფიციართა უმეტესობამ პროექტში პირველად მიიღო მონაწილეობა და საკუთარი ოცნებებაც აისრულა.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები, როგორც გუნდურ, ასე ინდივიდუალურ დისციპლინებში. პირველ, მეორე და მესამე ადგილოსნებს გადაეცათ პრიზები, დიპლომები, მედლები და გარდამავალი თასები.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილ 30 აქტივობაში წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 500–ზე მეტი ბენეფიციარია ჩართული და ხელი ეწყობა გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას.


სხვა ახალი ამბები
აჭარაბეთის საპატიო ელჩი გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე - ჩემპიონია
19:38, 04.10.2021
1551
აჭარაბეთის საპატიო ელჩი ვაჟა მარგველაშვილი ბაქოს გრანდ სლემზე იასპარეზებს
17:59, 03.11.2021
1544