აჭარაბეთის საპატიო ელჩი ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანდ სლემზე მორიგი ოქროსთვის იბრძოლებს
16-17 ოქტომბერს, საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზის გრანდ-სლემი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ქართველი ძიუდოისტები მიიღებენ.
აჭარაბეთის საპატიო ელჩი ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო რეიტინგის ლიდერია, როგორც წონაში ისე აბსოლუტურ ცხრილში 6 667 ქულით. შეგახსენებთ, ოლიმპიადის შემდეგ პირველი ტურნირი ზაგრების გრან-პრი იყო, სადაც გრიგალაშვილმა გაიმარჯვა.
„ პარიზის გრანდ-სლემი საკმაოდ პრესტიჟული და მნიშვნელოვანი ტურნირია.
რათქმაუნდა, ყოველი შეჯიბრის წინ მაქვს მოლოდინი რომ გავხდები ჩემპიონი, ჩემი წარმატებისთვის და მოტივაციისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია ამ გრანდ-სლემში მონაწილეობა. პირველაd ვიღებ მონაწილეობას მსგავსს პრესტიჟულ ტურნირში და აქაც დიდი იმედი მაქვს , რომ ოქროს მოვიპოვებ.“- განაცხადა ტატომ.
„აჭარაბეთისთვის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქართველი
სპორტსმენების მხარდაჭერაა. კომპანია მუდმივად ცდილობს, გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა, გამოავლინონ საკუთარი
პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებსა თუ
ტურნირებში.
‘’აჭარაბეთმა” შექმნა ამბასადორების სპეციალური ვებ-გვერდი,სადაც
გაერთიანებულია მათი ყველა მიმდინარე აქტივობა სპორტის მიმართულებით.
სხვა ახალი ამბები
აჭარაბეთის საპატიო ელჩი ტატო გრიგალაშვილი 23 - წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია
20:24, 08.11.2021
1627
„აჭარაბეთის’’ საპატიო ელჩი ლაშა შავდათუაშვილი აბუ დაბის გრანდ სლემის ბრინჯაოს პრიზიორია
17:32, 30.11.2021
1671