„აჭარაბეთის’’ საპატიო ელჩი ლაშა შავდათუაშვილი აბუ დაბის გრანდ სლემის ბრინჯაოს პრიზიორია
„აჭარაბეთის“ საპატიო ელჩი ლაშა შავდათუაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ძიუდოისტი გახდა, რომელიც ოლიმპიადის, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია.
არაბეთის გაერთიანებულ საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში 26-28 ნოემბერს ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას მხოლოდ ერთი ქართველი - ლაშა შავდათუაშვილი იღებდა.
73-კილოგრამ წონითი კატეგორიის მთავარმა ფავორიტმა პირველი წრე გამოტოვა და გათამაშებაში მერვედფინალიდან ჩაერთო. ლაშამ მოლდოველ ადილ ოსმანოვს აჯობა. შემდეგ კი მეოთხედფინალში რუსი კაზბეკ ნაგუჩოვი ასევე დამატებით დროში დაამარცხა, ფინალისკენ მიმავალ გზაზე კი უზბეკი ძიუდოისტი ტურაევის, ბარიერი ვეღარ გაიარა, დამატებით დროში იპონით დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის საფინალო შეხვედრა სლოვენიელ მარტინ ჰოიაკის მოუგო.
შეგახსენებთ, რომ 29 წლის ქართველი ძიუდოისტისთვის 2021 წელი ძალიან წარმატებული გამოდგა. მან მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კი ვერცხლის მფლობელი გახდა.
“მოგეხსენებათ დამთავრდა ოლიმპიური თამაშები და დაიწყო ახალი ციკლი პირველი საფეხურიდან, რაც შეიძლება ბევრი ტესტი უნდა გავაკეთო იმისთვის,რომ უფრო ბევრი შეცდომა ვიპოვო საკუთარ თავში. ჩემთვის ყველა ტურნირი მნიშვნელოვანია, მეხმარება რომ უკეთესი ვიყო ოფიციალური შეჯიბრებისთვის,წინ ოლიმპიური თამაშებია და ჩემი მიზანია კიდევ ერთხელ მოვხვდე მანდ.მანამდე კი ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატები ჩატარდება, სადაც ვიბრძოლებ რომ უმაღლეს საფეხურზე ავიდე. ძალიან დიდი მადლობა ჩემს გულშემატკივრებს,თქვენ დიდ მოტივაციას მაძლევთ ყოველდღიურად რომ ვიბრძოლო და ვაჯობო საკუთარ თავს.“- განაცხადა ლაშამ.
კომპანია “აჭარაბეთისთვის” მნიშვნელოვანი მიმართულებაა სწორედ ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა. კომპანია მუდმივად ცდილობს გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებსა თუ ტურნირებში.