“აჭარაბეთი“ სპორტფოტო 2020-ის პარტნიორია

16:00, 26.05.2021 ახალი ამბები 1472

დღეს, 26 მაისს სპორტული მოვლენების ამსახველი რიგით მეშვიდე  გამოფენა - „სპორტფოტო 2020"- იმართება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 2020 წლის იმ სპორტული მოვლენების ამსახველი ფოტო-კადრები, რომელშიც მონაწილეობა ქართველმა სპორტსმენებმა მიიღეს. გამოფენაზე  წარმოდგენილია 2020 წლის 100 საინტერესო კადრი.
გარდა ამისა, გამოიცა „სპორტფოტო 2020“-ის რიგით მეშვიდე კატალოგი, რომელშიც  „დინამო არენაზე“ გამოფენილი ფოტოების გარდა, კიდევ რამდენიმე ათეული საინტერესო კადრი არის შესული.

აჭარაბეთი, როგორც სპორტის მხარდამჭერი კომპანია, სპორტფოტო 2020-ის პარტნიორი გახდა. „სპორტფოტო“  -  ეს არის პროექტი, რომელიც თანამედროვე სპორტულ ისტორიას ინახავს, სწორედ ამიტომ მსგავსი პროექტების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია “-განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტოს ხელმძღვანელმა - ნინი გუჯაბიძემ.