“აჭარაბეთ არენაზე“ რევაზ ჩელებაძის ვარსკვლავი გაიხსნა

17:34, 17.07.2022 ახალი ამბები 225

ეს არის პირველი ვარსკვლავი რომელიც “აჭარაბეთ არენაზე“ გაიხსნა და ამით ერთგვარ ტრადიციასაც ჩაეყარა საფუძველი, რადგან “აჭარაბეთ არენაზე“ შეიქმნება ვარსკვლავთა ხეივანი.

“წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ,ეს არის საუკუნის საჩუქარი.
უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვინც ამაში წვლილი შეიტანა, განსაკუთრებით კი “აჭარაბეთს“ რადგან სწორედ მათი ინიციატივით და მხარდაჭერით გაიხსნა ჩემი ვარსკვლავი, თანაც ჩემს კუთხეში „აჭარაბეთ არენაზე.“   ეს პირველი ვარკვლავია რომელიც გაიხსნა და მე უბედნიერესი ადამიანი ვარ რადგან ვხედავ რომ ჩემი ამაგი, თუკი რამე გამიკეთებია დაფასდა და თანაც სასწაულად დაფასდა“.- განაცხადა რევაზ ჩელებაძემ


“ რევაზ ჩელებაძე, კოლეგის გარდა არის ძალიან დიდი მეგობარი, ძმასავით არის და ყველანი გახარებულები ვართ მისი ვარსკვლავის გახსნით.
დიდი საქმე გაკეთდა და ამისთვის დიდი მადლობა აჭარაბეთს“-განაცხადა ლეგენდარულმა ვეტერანმა ფეხბურთელმა ვოვა გუცაევმა