აჭარაბეთი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა

კომპანია აჭარაბეთსა და საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში აჭარაბეთი ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა. 2020-2022 წლების საკალათბურთო სეზონებზე და 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე კომპანია „აჭარაბეთი“ გენერალურ სპონსორობასთან ერთად მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაუწევს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას.
„აჭარაბეთისთვის სპორტი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, კომპანია წლებია სპორტის მხარდამჭერია და ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ აჭარაბეთი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური სპონსორი ვართ. თანამშრომლობის პერიოდში არაერთი საინტერესო პროექტი გველოდება წინ, როგორც კალათბურთის გულშემატკივრებს, ასევე ყველა იმ ადამიანს ვინც ქართველ სპორტსმენებს და სპორტს გულშემატკივრობს“- განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინი გუჯაბიძემ.
“დიდი მადლობა აჭარაბეთს, რომელიც აქამდეც გვერდით ედგა სპორტს და მათ შორის კალათბურთსაც, თუმცა ახლა უკვე ოფიციალური მემორანდუმი გაფორმდა ჩვენს შორის და კომპანია აჭარაბეთი გახდა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური სპონსორი. წინ საინტერესო პერიოდი გველის და გვახარებს ასეთი კომპანიის გვერდით დგომა“-განაცხადა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა.


სხვა ახალი ამბები
აჭარაბეთმა სრულიად განახლებული, თანამედროვე და დინამიკური პოკერი წარადგინა
17:42, 09.02.2021
1439
აჭარაბეთის საპატიო ელჩი ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის ოქროს პრიზიორია
18:50, 28.09.2021
1448
აჭარაბეთის 8 საპატიო ელჩმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა
23:14, 16.08.2021
1288