adjarabet awards - წლის მთავარი სპორტული დაჯილდოება დაიწყო

17:19, 16.12.2021 ახალი ამბები 1123

adjarabet awards არის ქართული სპორტის და სპორტსმენების მხარდამჭერი პროექტი, რომელიც ყოველწლიურად გამოავლენს და დააჯილდოებს სპორტის გამორჩეულ ადამიანებს.


„აჭარაბეთისთვის  სპორტის განვითარება პრიორიტეტული მიმართულებაა , ზუსტად ამიტომ ჩვენ მხარში ვუდგავართ დამწყებ და პროფესიონალ ათლეტებს.
რაც მთავარია, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ქართველი სპორტსმენები კიდევ უფრო მეტად იყვნენ დაფასებულნი, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ  შეგვექმნა წლის მთავარი სპორტული დაჯილდოება  adjarabet awards.

ყოველწლიურად ჩვენ წარმოგიდგენთ სპორტის გამორჩეულ ადამიანებს სხვადასხვა ნომინაციაში, ამისთვის შევქმენით სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც ონლაინ ხმის მიცემით გამოვლინდება ორი საუკეთესო თითო ნომინაციაში, საბოლოო
გამარჯვებულებს კი ჟიური დაასახელებს.  გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: წლის საუკეთესო სპორტსმენი, გუნდი, აღმოჩენა, მსაჯი, მომენტი, მწვრთნელი, პარა-სპორტსმენი და წლის დაპირისპირება. “-განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინი გუჯაბიძემ.


წლის მთავარ სპორტულ დაჯილდოებაზე ხმის მიცემა უკვე შესაძლებელია, ამისათვის უნდა შეხვიდეთ adjarabet awards-ის გვერდზე და ხმა მისცეთ თქვენთვის სასურველ ნომინანტს საბოლოოდ გამარჯვებულების ვინაობა კი 4 იანვარს გახდება ცნობილი .


ერთად გამოვავლინოთ საუკეთესო ქართველი სპორტსმენები!