Menu
 
 
  სტეფ კარიმ „მილუოკისთან“ ტრავმა მიიღო

გოლდენ სტეიტის ლიდერმა, სტეფ კარიმ ნბას რეგულარული სეზონის მატჩში ტრავმა მიიღო. „უორიორსი“ მილოუკი „ბაქსთან“ 111:134 დამარცხდა.

ESPN-ის ცნობით, კარიმ მოედანი მესამე მეოთხედში ბარძაყის დაჭიმულობის გამო დატოვა.

ტრავმამდე კარიმ 10 ქულა და 6 გადაცემა დააგროვა. სტეფს ჩაუტარდება სიღრმისეული გამოკვლევა, რათა დადგინდეს ტრამვის სიმძიმე.

თარიღი: 2018-11-09 23:27:46
კომენტარები: