Menu
 
 
  ოფიციალურად: ჰიუსტონმა კარმელო ენტონი გარიცხა

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ექს-ვარსკვლავი კარმელო ენტონი აღარ ითამაშებს „ჰიუსტონის“ შემადგენლობაში. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მაიკ დ’ანტონიმ მიიჩნია, რომ ახალბედა გარი კლარკი მსუბუქი ფორვარდის პიზიციაზე უკეთ გამოიყურება, ვიდრე 34 წლის ვეტერანი.

„მივიჩნიეთ, რომ შექმნილი სიტუაცია უსამართლო იქნებოდა ენტონისთან მიმართებაში. ჩვენი მოლოდინის მიუხედავად, გუნდში ვერ მოინახა მისთვის ორგანული ადგილი“, – მოჰყავს ESPN-ს „ჰიუსტონის“ გენერალური მენეჯერის, დერილ მორის სიტყვები.

თარიღი: 2018-11-16 01:21:49
კომენტარები: