Menu
  დემარკუს ქაზენსი G ლიგაში პრაქტიკას გაივლის

„გოლდენ სტეიტ ვორიორზის“ ცენტრი დემარკუს ქაზენსი სულ მალე მოირჩენს ტრავმას და თამაშს შეძლებს. მოქმედი ჩემპიონის ახლად შეძენილი კალათბურთელი წელიწადზე მეტია, ფეხის ტრავმას მკურნალობს და ექიმების განცხადებით, აღდგენის პროცესი სულ მალე დასრულდება.

„ბუგის“ აგენტი მარკ სპირსი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ნბა-ში გამოჩენამდე ქაზენსი დღეს G ლიგის შეხვედრაში „სანტა კრუზ ვორიორზის“ შემადგენლობაში ითამაშებს პრაქტიქის გავლის მიზნით. 28 წლის ცენტრმა მოქმედ ჩემპიონ „გოლდენ სტეიტთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ახალი გუნდის შემადგენლობაში, ზემოთ აღნიშნული ტრავმის გამო, ჯერ არ უთამაშია.

თარიღი: 2018-12-10 16:05:09
კომენტარები: