Menu
 
 
  NBA-ის საზაფხულო ლიგა პორტლენდმა მოიგო

ლას ვეგასში დასრულდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საზაფხულო ლიგა. ფინალში “პორტლენდმა” “ლეიკერსი” დაამარცხა – 91:73.

პორტლენდი: მაკდენიელსი (17+7 მოხსნა), ბოლდუინი (14+6 პასი+4 მოხსნა), ტრენტი (12). ლეიკერსი: ჰარტი (12), ეირისი (11), მიხალიუკი (10), კარუსო (9+4 პასი).

საზაფხულო ლიგის MVP გახდა “ლეიკერსის” მცველი ჯოშ ჰარტი, რომელიც საშუალოდ მატჩში 24.2 ქულას, 5.2 მოხსნასა და 1.5 ჩაჭრას აგროვებდა.

ტურნირის პირველ სიმბოლურ ნაკრებში შევიდნენ: ჰარტი, უენდელ კარტერი (ჩიკაგო), კევინ ნოქსი (ნიუ იორკი), კოლინ სექსტონი (კლივლენდი), კრისტიან ვუდი (მილუოკი).

მეორე სიმბოლური ნაკრები – უეიდ ბოლდუინი (პორტლენდი), ტრეი იანგი (ატლანტა), ჯარენ ჯექსონი (მემფისი), სვიატოსლავ მიხალიუკი (ლეიკერსი), დეანდრე ეიტონი (ფინიქსი).

თარიღი: 2018-07-19 09:00:00
კომენტარები: