Menu
 
 
  თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ კონტრაქტი 2022 წლამდე გაუგრძელა

თორნიკე შენგელიამ „ბასკონიასთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ „ბასკონიას“ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ

კლუბი ხელშეკრულების დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ადრევე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ შენგელია ევროლიგის კლუბებიდან ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი იქნებოდა. 

ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია „ბასკონიაში“ 2014 წლიდან თამაშობს. 

თარიღი: 2018-08-20 10:07:00
კომენტარები: