Menu
 
 
  იანის ადეტოკუნბო თბილისში არ ჩამოვა

ინტერნეტ-რესურსის TalkBasket-ის ინფორმაციით, „მილუოკი ბაქსის“ ფორვარდი იანის ანტენტოკუნმპო, დიდი ალბათობით, ვერ დაეხმარება საბერძნეთის ნაკრებს მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის სექტემბერის მატჩებში.

ანტენტოკუნმპოს სავარაუდო უთამაშებლობის მიზეზი ის არის, რომ „მილუოკის“ საწვრთნელი ბანაკი 27 აგვისტოს იხსნება.
ბერძნებს 13 სექტემბერს უწევთ საშინაო მატჩი სერბეთთან და 16 სექტემბერს სტუმრად – საქართველოსთან.

თარიღი: 2018-08-20 15:05:00
კომენტარები: