Menu
 
 
  ლებრონ ჯეიმსი: როუზმა დაამტკიცა რატომაცაა ის ისევ სუპერგმირი

ლეიკერსის ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა, დერეკ როუზის მიერ ჩაგდებულ 50 ქულაზე ისაუბრა. მინესოტას მცველმა ეს შედეგი, რომელიც მისთვის კარიერაში საუკეთესოა, იუტასთან გამართულ შეხვედრაში დააფიქსირა. მატჩი მინესოტას გამარჯვებით, ანგარიშით 128:125 დასრულდა.

„აი რატომ არის ჩვენი თამაში არაჩვეულებრივი. იმიტომ, რომ როცა სუპერგმირი ჩამოგდებულია, ის ისევ რჩება სუპერგმირად“ – მოჰყავს ESPN-ს ლებრონის სიტყვები. – „როუზმა დაამტკიცა, რომ მისი ჩამოწერა ჯერ ადრეა. მე ვფიქრობ, რომ ყველა ბავშვს, რომელიც ცხოვრებაში ათასგვარ სირთულეს გადის და ცდილობს ისინი გადალახოს, უბრალოდ შეუძლია როუზის დღევანდელ თამაშს უყუროს.“

30 წლის დერეკმა 31 სროლიდან -19, შვიდიდან ოთხი სამქულიანი, 11 ნასროლი საჯარიმოდან კი რვა გამოიყენა. აქამდე როუზის პირადი რეკორდი 42 ქულა გახლდათ, რომელიც მან, ჩიკაგოს შემადგენლობაში 2011წელს, ინდიანასთან აიღო.

თარიღი: 2018-11-02 00:44:54
კომენტარები: