„ჩელსიმ“ ზამთრის პირველი ტრანსფერი განახორციელა
„დორტმუნდის“ ნახევარმცველი კრისტიან პულიშიჩი „ჩელსიში“ გადავიდა, – ინფორმაცია ლონდონური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
20 წლის ამერიკელი ფეხბურთელი „ჩელსის“ შემადგენლობას მხოლოდ 2019 წლის ზაფხულში შეავსებს, ამ სეზონის ბოლომდე კი თამაშს იჯარის წესით „დორტმუნდში“ გააგრძელებს. გერმანულ კლუბს პულიშიჩის სამსახური არაფერი დაუჯდება.
„ჩელსის“ ეს ტრანსფერი 64 მილიონი ევრო დაუჯდა, რითაც პულიშიჩი გახდა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ამერიკელი ფეხბურთელი. მან გააუმჯობესა ჯონ ბრუქსის რეკორდი, რომელშიც „ვოლფსბურგმა“ 2017 წელს, 22 მილიონი ევრო გადაიხადა.
კრისტიან პულიშიჩმა წლევანდელ სეზონში ყველა ტურნირზე 18 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე პასი შეასრულა.
სხვა ახალი ამბები
“აჭარაბეთის’’ საპატიო ელჩმა ზაზა ნადირაძემ საერთაშორისო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი აიღო!
19:45, 01.09.2021
1277
აჭარაბეთის საპატიო ელჩმა ტატო გრიგალაშვილმა პარიზის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
13:48, 19.10.2021
1277
აჭარაბეთმა საქართველოს კალათბურთის ნაკრების ყველაზე ერთგული გულშემატკივარი გამოავლინა
14:39, 19.02.2021
1607