Menu
 
 
  „ბაიერნის“ ღია ვარჯიშზე ჰუმელსმა და ლევანდოვსკიმ იჩხუბეს

მიუნხენის "ბაიერნმა" ღია ვარჯიში ჩაატარა, რომელსაც 200 მაყურებელი დაესწრო.
ორმხრივი თამაშის დროს, მატს ჰუმელსსა და რობერტ ლევანდოვსკის შორის კონფლიქტი მოხდა. ისინი ერთ გუნდში ირიცხებოდნენ. როგორც გერმანული გამოცემა Bild იტყობინება, გაშვებული გოლის შემდეგ, რობერტმა ჰუმელსი დაადანაშაულა.

„მუდმივად კარგავ ბურთს, რამდენჯერ შეიძლება?!” – უთხრა ლევანდოვსკიმ.
"ხმა ჩაიწყვიტე!" – უპასუხა ჰუმელსმა. შელაპარაკება გაგრძელდა და ვარჯიშის შემდეგ ფეხბურთელებმა ერთმანეთს ხელი არ ჩამოართვეს.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა აღნიშნა, რომ არ მოსწონს ფეხბურთელების ზედმეტად სერიოზული დამოკიდებულება ვარჯიშებზე დაშვებული შეცდომების მიმართ.

ფეხბურთის საყურებელი ლინკები იხილეთ აქ: LiveTV

თარიღი: 2018-03-01 22:47:56
კომენტარები: