Menu
 
 
  ეროვნული ნაკრები წლის სადებიუტო ამხანაგურ მატჩებს თბილისში გამართავს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის სადებიუტო ამხანაგურ მატჩებს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს.

ვლადიმერ ვაისის გუნდი 24 მარტს ლიტვის ეროვნულ ნაკრებს შეხვედბა. 27 მარტს ქართველი ფეხბურთელები ესტონეთს დაუპირისპირდებიან. ორივე შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივრისთვის მატჩზე დასწრება თავისუფალია. მარტში დაგეგმილი საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრები უეფას ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპია.

საქართველოს ნაკრები გათამაშებას 6 სექტემბერს ყაზახეთთან მატჩით დაიწყებს.

ტოპ საიტების კატალოგი იხილეთ აქ: TOPSAITEBI

თარიღი: 2018-03-03 17:58:21
კომენტარები: