Menu
 
 
  მადრიდის „ატლეტიკომ“ ჟელსონ მარტინში გაიფორმა

მადრიდის „ატლეტიკომ“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე ნახევარმცველ ჟელსონ მარტინშთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ ესპანურ კლუბს 23 წლის პორტუგალიელი სრულიად უფასოდ ერგო, რადგან მარტინშმა ლისაბონის „სპორტინგის“ კლუბის ბაზაზე გულშემატკივრების დებოშის გამო კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა.

მარტინში “სპორტინგში” 2015 წლიდან თამაშობდა.

„ატლეტიკოსა“ და პორტუგალიელს შორის კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. გასულ სეზონში მან 49 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი პასი შეასრულა.

ტოპ საიტების კატალოგი იხილეთ აქ: TOPSAITEBI

თარიღი: 2018-07-25 23:10:00
კომენტარები: