Menu
 
 
  UEFA-მ გურამ კაშია ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის დააჯილდოვა

ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა (UEFA) საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად „სან ხოსეში“ ასპარეზობს, ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის დააჯილდოვა.

როგორც UEFA-ს გვერდზეა ნათქვამი, #EqualGame-ის პრემია წელს პირველად გაიცემა და ის მიმართულია იმ ფეხბურთელის წასახალისებლად, რომლებიც ევროპულ ფეხბურთში ინკლუზიურობას, მრავალფეროვნებასა და ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციას უჭერენ მხარს.

ამ ჯილდოს ქართველ ფეხბურთელს 30 აგვისტოს, მონაკოში UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრისას გადასცემენ.

„ჩემთვის დიდი პატივია, UEFA-მ მე ამირჩია. მჯერა თანასწორობისა და თანაბარი უფლებების და ყოველთვის დავიცავ ამ უფლებებს, სადაც არ უნდა ვითამაშო.“-განაცხადა გურამ კაშიამ,

 

ფეხბურთის საყურებელი ლინკები იხილეთ აქ: LiveTV

თარიღი: 2018-08-22 20:26:54
კომენტარები: