Menu
 
 
  UEFA-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლუკა მოდრიჩი დაასახელა

UEFA-მ მონაკოში გამართულ ღონისძიებაზე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის დროს, 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელად "მადრიდის რეალის" ფეხბურთელი ლუკა მოდრიჩი დაასახელა.

მოდრიჩმა ამ წოდების მისაღებად მოუგო ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან კრიშტიანუ რონალდუ და მოჰამედ სალაჰი.

მოდირჩმა 2018 წელს "მადრიდის რეალთან" ერთად იზეიმა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვება, მსოფლიო ჩემპიონატზე კი ხორვატიის ნაკრების შემადგენლობაში თამაშობდა, რომელიც ფინალში გავიდა.

ასევე გამოვლინდნენ სხვა ნომინაციის მფლობელებიც. ყველა ფეხბურთელი "მადრიდის რეალში" თამაშობს:

"საუკეთესო მეკარე" - კეილორ ნავასი; "საუკეთესო მცველი" - სერხიო რამოსი; "საუკეთესო ნახევარმცველი" - ლუკა მოდრიჩი; "საუკეთესო ფორვარდი" - კრიშტიანუ რონალდუ.

UEFA-ს Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია გახდა.

ფეხბურთის საყურებელი ლინკები იხილეთ აქ: LiveTV

თარიღი: 2018-09-01 02:44:24
კომენტარები: