Menu
 
 
  ჟერარ პიკეს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დასჯიან

„ბარსელონას“ ცენტრალურ მცველს პოლიცია მართვის მოწმობის გარეშე გადაადგილებისთვის ედავება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პოლიციელებმა პიკე ბარსელონაში გააჩერეს. ესპანური კანონების თანახმად, მძღოლს წლის დასაწყისში ერიცხება 12 ქულა, რომელსაც საგზაო წესების დარღვევის შემთხვევაში თანდათან კარგავს.

12-ივე ქულის დაკარგვა გულისხმობს მართვის მოწმობის ავტომატურად ჩამორთმევას. სწორედ ასე მოხდა პიკეს შემთხვევაში, თუმცა ქულების ამოწურვის მიუხედავად, ის მანქანას მაინც ატარებდა.

ესპანური კანონმდებლობის მიხედვით, ასეთი დანაშაული ექვსთვიან პატიმრობას ან 6 ათასი ევროს ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.

ფეხბურთის საყურებელი ლინკები იხილეთ აქ: LiveTV

თარიღი: 2018-09-02 01:15:53
კომენტარები: