Menu
 
 
  ლიონელ მესის პელეს რეკორდამდე 78 გოლი აშორებს

„ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში „ბეტისის“ წინააღმდეგ 565-ე და 566-ე გოლები გაიტანა თავისი კლუბის რიგებში, – იტყობინება „მუნდო დეპორტივო“ (El Mundo Deportivo).

არგენტინელი მეორე ადგილს იკავებს იმ მოთამაშეთა რეიტინგში, რომლებმაც ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს ერთი გუნდის რიგებში.

მესიმ 566 გოლით გაუსწრო მიუნხენის „ბაიერნის“ ლეგენდა გერდ მიულერს (565 გოლი) და ჩამორჩება „ფეხბურთის მეფეს“, ბრაზილიელ პელეს, რომელსაც „სანტოსის“ რიგებში 643 გოლი გაუტანია.

ტოპ საიტების კატალოგი იხილეთ აქ: TOPSAITEBI

თარიღი: 2018-11-13 20:16:09
კომენტარები: