Menu
 
 
  დიდიე დროგბამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

კოტ-დ'ივუარელმა თავდამსხმელმა და „ჩელსის“ ლეგენდა დიდიე დროგბამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ BBC წერს.

მან 20 წლის განმავლობაში ითამაშა. 2004 წელს ჩელსიმ დროგბა 24 მლნ ფუნტად შეიძინა, ამით ის კოტ-დ’ივუარის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. 40 წლის ფეხბურთელმა ჩელსის შემადგენლობაში 381 მატჩი ჩაატარა და 164 გოლი გაიტანა, ოთხჯერ მოიგო პრემიერ-ლიგა და 2012 წელს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც გახდა.

კარიერის ბოლო 18 თვე მან ამერიკის შეერთებულ შტატებში, „ფენიქს რაიზინგში“ გაატარა. კლუბში, რომლის ერთ-ერთი თანამფლობელი თავად არის.

ტოპ საიტების კატალოგი იხილეთ აქ: TOPSAITEBI

თარიღი: 2018-11-22 18:09:02
კომენტარები: