Menu
 
 
  ლუკა მოდრიჩი „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდა

მადრიდის „რეალისა“ და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა ოქროს ბურთი მოიპოვა: ამ პრიზს წლის საუკეთესო ფეხბურთელს პოპულარული ჟურნალი France Football-ი გადასცემს.

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის განკუთვნილი რაიმონ კოპას სახელობის პრიზი კი საფრანგეთის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელ კილიან მბაპეს ერგო.

25 სექტემბერს FIFA-მ 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლუკა მოდრიჩი დაასახელა.

30 აგვისტოს კი წლის საუკეთესო ფეხბურთელად მოდრიჩი UEFA-მაც დაასახელა.

ტოპ საიტების კატალოგი იხილეთ აქ: TOPSAITEBI

თარიღი: 2018-12-04 15:56:20
კომენტარები: