ლებრონ ჯეიმსი: ნოვიცკი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კალათბურთელია
„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა ლეგენდარული კალათურთელის, დირკ ნოვიცკის მიმართ გამოხატა თავისი დიდი პატივისცემა.
სავარაუდოდ, მიმდინარე სეზონი ნოვიცსკისთვის ბოლო იქნება.
„ის არაჩვეულებრივია. მე მომწონს მისი ტალანტი, რასაც ის აკეთებს თავისი სიმაღლით, მისი სროლა კალათში, გადაცემები და პარტნიორებისთვის მომენტების შექმნა. ის ნამდვილი პროფესიონალია. დირკი პროგრესირებს ყოველ წელიწადს და, მიუხედავად იმისა, რომ გახდა ცოტა ნელი, თავისი შესაძლებლობები თამაშის სხვა ასპექტებში გააფართოვა. ის კვლავ რჩება დალასის შემადგენლობაში სასარგებლო მოთამაშედ“, – აცხადებს ჯეიმსი