Menu
  იტალიური ფეხბურთის ლეგენდა თბილისშია
იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ანდრეა პირლო თბილისშია. ვეტერანი ფეხბურთელი საქართველოში სარეკლამო კლიპში გადასაღებად ჩამოვიდა. 
ანდრეა პირლო სხვადასხვა დროს თამაშობდა ისეთ იტალიურ საფეხბურთო კლუბებში, როგორებიცაა „იუვენტუსი,“ „მილანი“ და „ინტერი“. იტალის ნაკრებთან ერთად 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა.
იტალიელი ფეხბურთელი „ევროპაბეთის“ ტოტალიზატორის სარეკლამო კლიპში მიიღებს მონაწილეობას. გადასაღებ მოედანზე ანდრეა პირლოსთან ფრანგი რეჟისორი ჟულიენ ზენიე იმუშავებს, რომელმაც სხვადასხვა დროს “მერსედეს ბენცის”, “როლექსის” და “პეჟოს” სარეკლამო რგოლები გადაიღო. მას გადასაღებ მოედანზე უმუშავია წარმატებულ სპორტსმენებთან ერთად, მათ შორის, ჩოგბურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩთან და კრიშტიანო რონალდოსთან ერთად.
თარიღი: 18:23, 02.11.2018
კომენტარები:

NBA Live Streams

NBA-ის მატჩების ლაივი

ახალი ამბები

საფეხბურთო ჩემპიონატების ცხრილები

გამოგვყევით