

მან 20 წლის განმავლობაში ითამაშა. 2004 წელს ჩელსიმ დროგბა 24 მლნ ფუნტად შეიძინა, ამით ის კოტ-დ’ივუარის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. 40 წლის ფეხბურთელმა ჩელსის შემადგენლობაში 381 მატჩი ჩაატარა და 164 გოლი გაიტანა, ოთხჯერ მოიგო პრემიერ-ლიგა და 2012 წელს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც გახდა.
კარიერის ბოლო 18 თვე მან ამერიკის შეერთებულ შტატებში, „ფენიქს რაიზინგში“ გაატარა. კლუბში, რომლის ერთ-ერთი თანამფლობელი თავად არის.
თარიღი: 18:40, 22.11.2018
კომენტარები: