

ამ კვირას ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირში ჩაებმება. ქართველს ძირითად ბადეში მოსახვედრად კვალიფიკაციის გავლა და ორი მეტოქის დამარცხება მოუწია: ჯერ გერმანელ ტობიას კამკეს სძლია – 7:5, 6:2, შემდეგ კი ავსტრიელ ვეტერანს იურგენ მელცერს – 6:4, 4:6, 7:5.
უკვე ცნობილია, რომ ძირითად ბადეში ბასილაშვილს ტურნირის მეხუთე ნომერი, გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი შეხვდება. ქართველს პროფესიულ ტურში ამ ჩოგბურთელთან ერთადერთი მატჩი აქვს ჩატარებული – 2017 წელს ავსტრალიის ღია პირველობაზე ოთხ სეტში კოლშრაიბერმა მოიგო.
თარიღი: 12:30, 23.07.2018
კომენტარები: