Menu
  “აჭარაბეთის’’ საპატიო ელჩი გიგა ჭიკაძე ბრძოლისთვის ემზადება

კომპანია “აჭარაბეთის” საპატიო ელჩი UFC-ის (Ultimate Fighting Championship) ქართველი მებრძოლი  გიგა ჭიკაძე, 30 აგვისტოს UFC-ის ოქტაგონზე ალექს კასერესს დაუპირისპირდება. თავდაპირველად ბრძოლა 9 აგვისტოს იყო ჩანიშნული, თუმცა, გიგას მეტოქის ტრამვის გამო ორთაბრძოლის თარიღი შეიცვალა და ამერიკის დროით 29 აგვისტოს, საქართველოს დროით კი 30 აგვისტოს გაიმართება.

“მომზადება არც თუ ისე ადვილია, რადგან მთავარი მწვრთნელი ივლისის დასაწყისიდან წასულია საბრძოლო კუნძულზე სადაც რამოდენიმე UFC-ის შოუ გაიმართა. მე ვემზადები სხვა მწვრთნელებთან და თანაგუნდელებთან ერთად, რომლებიც ძალიან ძლირები არიან და მაქსიმალურად მეხმარებიან ბრძოლისთვის მომზადებაში.
ზოგადად პროგნოზების გაკეთება არ მიყვარს, თუმცა ამ ბრძოლაზე შემიძლია თამამად ვთქვა რომ ქართველ გულშემატკივარს გავახარებ, თუნდაც ბრძოლის სანახაობით. მინდა მაყურებელს შევთავაზო კარგი შოუ, სანახაობრივი სადაც იხილავენ ძალინ ტექნიკურ არსენალს და მიიღებენ დიდ სიამოვნებას’’ -განაცხადა გიგამ.
გიგა ჭიკაძე არის პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელიც მედისონ სქვეარ გარდენში გამართულ ბრძოლაში მონაწილეობდა, ასევე იგი არის მსოფლიო ჩემპიონი კარატეში, კიკბოქსინგსა და ჯიუჯიცუში.
მნიშვნელოვანია, რომ სპორტის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ UFC-ის თვალი ადევნონ და გიგას უგულშემატკივრონ ექსკლუზიურად adjarasport.tv -ზე.

 

„აჭარაბეთი“ გიგას ბრძოლაში გამარჯვებას უსურვებს!

თარიღი: 2020-08-20 16:11:00
კომენტარები:

NBA Live Streams

NBA-ის მატჩების ლაივი

ახალი ამბები

გამოგვყევით