Menu
 
 
  ქართველმა ძიუდოისტმა მინსკში გამართულ ევროპის ღია პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა

იპონით მოგებული 4 შეხვედრა და ერთ ტურნირზე დამარცხებული 2 რუსი ძიუდოისტი - ზებედა რეხვიაშვილმა ევროპის ღია პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ტურნირი მინსკში გაიმართა.

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ფინალურ შეხვედრაში კანადელი ბრაიენ ეტიენი იპონით დაამარცხა.

რეხვიაშვილმა თავდაპირველად ესტონეთის წარმომადგენელს სძლია, შემდეგ იპონით დაამარცხა რუსი დიმიტრი იარცევი, რომელსაც 2016 წელს რიოს ოლიმპიადაზე ლაშა შავდათუაშვილმა მოუგო. მეოთხედფინალში ქართველმა სომხეთის წარმომადგენელ საგსიანის იპონით დამარცხების შემდეგ კი კვლავ რუსეთის წარმომადგენელი ირაკლი ბარამია იპონით დაამარცხა.

მინსკში გამართულ ტურნირზე საქართველოდან 8 სპორტსმენი მონაწილეობდა, მედლის მოპოვება კი მხოლოდ ზებედა რეხვიაშვილმა შეძლო.

თარიღი: 2018-08-20 22:00:00
კომენტარები: