რონალდომ მესის გამოწვევის მიღება და იტალიაში გადასვლა ურჩია

კრიშტიანო რონალდომ ლიონელ მესის გამოწვევის მიღება და იტალიაში გადასვლა ურჩია.
„მე ვთამაშობდი ინგლისში, ესპანეთში, პორტუგალიასა და იტალიაში, ასევე ნაკრებში. დასამტკიცებელი ნამდვილად არაფერი მაქვს. მესის კი მხოლოდ ესპანეთსა და არგენტინის ეროვნულ გუნდში თამაშის გამოცდილება აქვს.
ჩემთვის ცხოვრება გამოწვევაა. მინდა, მანაც მიიღოს გამოწვევა და იტალიაში წამოვიდეს. თუმცა, თუ მესი ესპანეთში თავს კარგად გრძნობს, მის არჩევანს პატივს ვცემ. ის შესანიშნავი ფეხბურთელია. მე კი ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით. დავამტკიცე, რომ წარმატების მიღწევა ნებისმიერ კლუბში შემიძლია. ახლა მინდა, „იუვენტუსთან“ ერთად გავიმარჯვო. სხვა დანარჩენი წარსულია.“ – განაცხადა რონალდომ „La Gazzetta dello Sport“-თან ინტერვიუში.
სხვა ახალი ამბები
აჭარაბეთის საპატიო ელჩი ტატო გრიგალაშვილი 23 - წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია
20:24, 08.11.2021
1854
„აჭარაბეთის“ საპატიო ელჩი ნინო ოძელაშვილი სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს
17:03, 13.11.2021
1834
აჭარაბეთმა სრულიად განახლებული, თანამედროვე და დინამიკური პოკერი წარადგინა
17:42, 09.02.2021
1451