Menu
 
 
  ახალი ზელანდია დევიდ პოქოქს უფრთხის

ახლოვდება „რაგბი ჩემფიონშიფი“ და ნელ-ნელა იწყება საუბარი იმაზე, თუ ვინ მოიგებს ამ უმნიშვნელოვანეს ტურნირს.

„ოლ ბლექსი“ ტურნირის მოქმედი ჩემპიონია, თუმცა მათ შარშან დევიდ პოქოქთან გამკლავება არ მოუწიათ, რადგან ავსტრალიელთა ლიდერი სანაკრებო რაგბისგან ისვენებდა.

იგი ავსტრალიის ნაკრებში 2018 წლის ივნისის ტესტებში დაბრუნდა და მომავალ შაბათს ახალი ზელანდიის წინააღგმდეგ შეხვედრას ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს.

„ზე რაგბის“ სეზონის მანძილზე მან დაამტკიცა, რომ რაქებში კვლავ მსოფლიოში საუკეთესოა და შეტევაში თამაშიც იმაზე უკეთ გამოსდის, ვიდრე წარსულში გამოსდიოდა.

„მისგან ყოველი რაქის დროს დიდ საფრთხეს ველით,“ – განაცხადა „ოლ ბლექსის“ მთავარმა მწვრთნელმა, სტივ ჰენსენმა – „თუკი ჩვენ მუდმივად კონცენტრირებულნი არ ვიქნებით, პოქოქი ბურთს აუცილებლად აგვართმევს, რაც ბევრ პრობლემას შეგვიქმნის.“

 

პოქოქმა 2017 წლის „ბლედისლოუს თასი“-ს თამაშებს იაპონიიდან უყურა –

„ახალი ზელანდია მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. მათ იციან როგორ დაასრულონ მოგებული თამაშები და ეს ჩვენთვის დამატებითი გამოწვევაა.“

 

მისი თანაგუნდელი ვილ გენია მომავალ მატჩს დიდი იმედით ელის –

„დევიდის დაბრუნებამ გუნდში ბევრი კარგი რამ მოიტანა. ის 2015 წლის მსოფლიო თასის საუკეთესო მოთამაშე იყო და დღესაც ნაკრების უდავო ლიდერია.“

თარიღი: 2018-08-15 20:10:00
კომენტარები: