შვიდკაცა რაგბიში მსოფლიოს ჩემპიონატი ახალმა ზელანდიამ მოიგო

15:20, 23.07.2018 ახალი ამბები 2475
ახალი ზელანდიის შვიდკაცა რაგბის ნაკრები პირველი გახდა მამაკაცებს შორის, რომელმაც ზედიზედ ორჯერ მოიგო მსოფლიოს თასი. 21 ივლისს სან-ფრანცისკოში დასრულებული ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში „ოლ-ბლეკსმა“ ინგლისი 33-12 დაამარცხა.
ბრინჯაოს მედლები სამხრეთაფრიკელებს ხვდათ წილად, რომლებმაც მესამე ადგილისთის მატჩში ფიჯის ნაკრები 24-19 დაამარცხეს.