Menu
 
 
  დელ პოტრო: ყველაფერს გავაკეთებ ნადალის დასამარცხებლად

არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო ამერიკის ღია პირველიბის 1/4-ში ამერიკელ ჯონ ისნერთან ჩატარებული მატჩით კმაყოფილია.

„ძალიან კარგი მატჩი ჩავატარე, საკმაოდ ჭკვიანურად ვმოქმედებდი. ბედნიერი ვარ, რომ ესეთი დონის ჩოგბურთს ვთამაშობ ამ ტურნირზე. გავედი ნახევარფინალში, სადაც ყველაფერს გავაკეთებ, რათა ფინალში ვიასპარეზო. ამინდის ფაქტორი ძალიან მოქმედებს ჩოგბურთელებზე. ძნელია ასეთ სიცხეში შენი თამაშის ჩვენება“, – აცხადებს დელ პოტრო.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში მსოფლიოს პირველ ჩოგან რაფაელ ნადალს დაუპირისპირდება

თარიღი: 2018-09-05 20:22:09
კომენტარები: