Menu
 
 
  როჯერ ფედერერი აშშ-ის ღია პირველობას გამოეთიშა

აშშ-ის ღია პირველობის მერვე სათამაშო დღეს ტურნირს როჯერ ფედერერი გამოეთიშა. ის მსოფლიოს 55-ე ჩოგანთან, 29 წლის ავსტრალიელ ჯონ მილმენთან სამ სეტში დამარცხდა, ერთი კი მოიგო.

აშშ-ის ღია პირველობის მერვედფინალურ შეხვედრაში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ესპანელმა რაფაელ ნადალმა ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ანგარიშით 6:3. 6:3 6:7 6:4 დაამარცხა. შეხვედრა არტურ ეშის კორტზე გაიმართა და 3 საათსა და 25 წუთს გაგრძელდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა „დიდი სლემის“ ტურნირის მერვედფინალში თავის კარიერაში პირველად ითამაშა.

თარიღი: 2018-09-05 20:34:47
კომენტარები: