Menu
 
 
  ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს 21-ე ჩოგანია

პარიზში მიმდინარე მასტერსის ტურნირზე განცდილი მარცხის მიუხედავად, ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის ლაივრეიტინგში, კარიერაში სარეკორდო 21-ე საფეხურზე იმყოფება. მან ერთი ადგილით წინ იმის ხარჯზე გადაიწია, რომ ორშაბათს გამოქვეყნებულ მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზე მყოფი დავიდ გოფინი, ათი საფეხურით დაქვეითდა. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

ბელგიელის ასეთი დიდი ვარდნა, იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ის წლის შემაჯამებელ ტურნირზე მონაწილეობას ვერ მიიღებს და 890 სარეიტინგო ქულა დააკლდა.

თარიღი: 2018-11-02 00:36:25
კომენტარები: