Menu
 
 
  ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიელ მატეო ბერეტინისთან წააგო

თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ, კორტს დაუბრუნდა ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი. ამის შესახებ 1tv წერს.

ის ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ უინსტონ-სალემის ტურნირში მეორე წრიდან ჩაება და ორ სეტში წააგო იტალიელ მატეო ბერეტინისთან, რომელიც მსოფლიოს მე-60 ჩოგანია. 

სხვათა შორის, ეს ჩოგბურთელები წელს მაროკოს მარაკეშის ტურნირზე შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ ქართველმა ორ სეტში გაიმარჯვა. 

ბრძოლა მხოლოდ პირველ სეტში შედგა, მეორე პარტიაში ბასილაშვილმა ჯამში მხოლოდ ოთხი ქულა აიღო. იტალიელმა კი რვა ბრეიკ-პოინტი და ერთი ბრეიკი მიითვალა საათსა და 20 წუთში და 7:5, 6:4 მოიგო.

შეგახსენებთ, ბასილაშვილმა ივლისის ბოლოს ჰამბურგის ტურნირი მოიგო, რის შემდეგაც კიტცბუელში პირველივე წრის მატჩი დათმო. ამის შემდეგ, მსოფლიოს 36-ე ჩოგანმა თითქმის ერთთვიანი პაუზა აიღო და ​ტორონტოსა და ცინცინატის “მასტერსები” გამოტოვა.

ორშაბათიდან, ბასილაშვილი “დიდი სლემის” რიგით მეოთხე ტურნირში აშშ-ის ღია პირველობაში ჩაებმება.

თარიღი: 2018-08-22 15:00:02
კომენტარები: