UEFA გიორგი ჩაკვეტაძეზე: დაიმახსოვრეთ ეს სახელი

UEFA-ს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ეროვნული ნაკრების 19 წლის ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის თამაშის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნეს.
„დაიმახსოვრეთ ეს სახელი, გიორგი ჩაკვეტაძე. ის მხოლოდ 19 წლისაა“ - წერია ვიდეოს აღწერაში.
ვიდეო 19 სექტემბერს, საქართველოსა და ყაზახეთს შორის გამართული მატჩიდან ფრაგმენტს ასახავს. მატჩი საქართველოს გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
შეხვედრაში ანგარიში 59-ე წუთზე გიორგი მერებაშვილმა გახსნა, მეორე გოლი კი მეტოქის კარში 84-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „გენტისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების 19 წლის ნახევარმცველი, შესაძლოა, მსოფლიოს რომელიმე წამყვანმა კლუბმა იყიდოს.